ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა ხორვატიაში ერაზმუს+ მოკლევადიანი პროგრამა გაიარეს
“ევროპის უნივერსიტეტის” დიპლომირებული მედიკოსის ფაკულტეტის სტუდენტები: გულნაზი მაღრაძე, ლუკა ჩხეიძე და მედეა წერედიანი 2026 წლის 20-24 აპრილს, ხორვატიაში, ვუკოვარის გამოყენებით მეცნიერებების უნივერსიტეტში სრულად დაფინანსებულ, ინტენსიურ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობდნენ.
სასწავლო პროგრამამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სტუდენტების პროფესიულ განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების გაფართოებასა და ინტერკულტურული უნარების გაძლიერებას.
აღნიშნული გამოცდილება მათ შესაძლებლობას მისცემს, მიღებული ცოდნა და პრაქტიკული უნარები მომავალ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებით გამოიყენონ.
“ევროპის უნივერსიტეტი” განაგრძობს სტუდენტებისთვის საერთაშორისო შესაძლებლობების შექმნას და მათ ჩართულობას ისეთ პროგრამებში, რომლებიც ხელს უწყობს განათლების ხარისხის ამაღლებას.