ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
“ევროპის უნივერსიტეტის” ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი საქარიას უნივერსიტეტში (თურქეთი) იმყოფებოდა
6-10 აპრილს, “ევროპის უნივერსიტეტის” ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, ნიკოლოზ კაციტაძე Erasmus+ სასწავლო მობილობის ფარგლებში საქარიას უნივერსიტეტში (თურქეთი) იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში პროფესორი კომპიუტერული მეცნიერების დეპარტამენტის საქმიანობასა და მიმდინარე კვლევით მიმართულებებს გაეცნო.
შეხვედრებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო Smart City-ის პროექტებს, თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ მიდგომებს, რომლებიც გამოიყენება ურბანული სისტემების განვითარებისა და ოპტიმიზაციისთვის.
მობილობის ფარგლებში მიღებული და გაზიარებული გამოცდილება მნიშვნელოვანი იყო როგორც პროფესიული და აკადემიური განვითარების თვალსაზრისით, ასევე ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვის, თანამედროვე კვლევითი პრაქტიკების გაცნობისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით საერთაშორისო აკადემიური კავშირების გაძლიერებისთვის.