“ევროპის უნივერსიტეტის” ახალ სასწავლო კამპუსში ბიბლიოთეკა გაიხსნა

6 ოქტომბერს, “ევროპის უნივერსიტეტის” ახალ სასწავლო კამპუსში ბიბლიოთეკა ოფიციალურად გაიხსნა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორი ნინო ტალიაშვილი, ვიცე-რექტორი ხარისხის განვითარების მიმართულებით სოფიო ხუნდაძე, ვიცე-რექტორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ნიკოლოზ ფარჯანაძე და უნივერსიტეტის სხვა ადმინისტრაციული პერსონალი.
ახალი ბიბლიოთეკა აღჭურვილია უახლესი ინფრასტრუქტურით და ციფრული რესურსებით, რაც სტუდენტებისთვის კომფორტულ და თანამედროვე გარემოს ქმნის.
საბიბლიოთეკო სივრცეში განთავსებულია სამეცნიერო ლიტერატურა, ასევე სამუშაო კაბინეტები, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ მყუდრო გარემოში, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად.
ლოკაცია: ლუბლიანას ქუჩა №21
სამუშაო საათები: ორშაბათი – შაბათი | 10:00 – 20:00