ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
„ევროპის უნივერსიტეტის“ არქეოლოგიის პროგრამის აკადემიურმა პერსონალმა პლოვდივის საერთაშორისო კვირეულში მიიღო მონაწილეობა
11-15 მაისს, „ევროპის უნივერსიტეტის“ არქეოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ასოცირებული პროფესორი მადონა მშვილდაძე და ასისტენტ-პროფესორი ნიკოლოზ ცქვიტინიძე Erasmus+ საერთაშორისო აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში ბულგარეთში, პლოვდივის პაისი ჰილენდარსკის უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო კვირეულს დაესწრნენ.
კვირეულის ფარგლებში მონაწილეები ჩართულნი იყვნენ ლექციებსა და სამუშაო შეხვედრებში, რომლებსაც ისტორიისა და ფილოსოფიის ფაკულტეტის წამყვანი სპეციალისტები უძღვებოდნენ.
ღონისძიება მიზნად ისახავდა აკადემიური გამოცდილების გაზიარებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის პროფესიული კავშირების განმტკიცებას.
მობილობის ფარგლებში მიღებული გამოცდილება ხელს შეუწყობს არქეოლოგიის მიმართულებით საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებასა და სასწავლო პროცესის განვითარებას.