სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” არქეოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით საჯარო ლექცია გაიმართა

საჯარო
24 აპრილს, “ევროპის უნივერსიტეტის” არქეოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით, საჯარო ლექცია თემაზე – ,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მექანიზმები და კომერციული არქეოლოგიის მნიშვნელობა საქართველოში“ გაიმართა.

ლექციას ვენეციის კაფოსკარის უნივერსიტეტის დოქტორი, კომპანია ლეიერკოს დამფუძნებელი დავით დარეჯანაშვილი უძღვებოდა.

შეხვედრის ფარგლებში, მსჯელობა შეეხო საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის კვლევის, კომერციული არქეოლოგიისა და მათი მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებულ მდგომარეობას.

განხილული იქნა მოქმედი კანონმდებლობა და რეგულაციები, რომლებიც განსაზღვრავს იმ სავალდებულო ღონისძიებებს, რომელთა შესრულებაც აუცილებელია კულტურული მემკვიდრეობის სათანადო კვლევისა და დაცვის უზრუნველსაყოფად.

მომხსენებელმა ასევე ისაუბრა შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების როლზე კულტურული მემკვიდრეობის მართვისა და დაცვის სფეროში.

საჯარო ლექცია ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, რამაც მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში.

შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც სტუდენტები, ასევე არქეოლოგიითა და კულტურული მემკვიდრეობით დაინტერესებული პირები.