“ევროპის უნივერსიტეტის” 10 სტუდენტი საერთაშორისო შერეულ ინტენსიურ კურსში (BIP) მონაწილეობის მისაღებად სლოვენიაში გაემგზავრება
“ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის 10 სტუდენტი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო შერეულ ინტენსიურ კურსში (Blended Intensive Programme – BIP), რომელიც 2026 წლის 4-8 მაისს “სლოვენიის ახალ უნივერსიტეტში” (ლუბლიანა, სლოვენია) გაიმართება.
კურსის ფარგლებში სტუდენტები განიხილავენ თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს ინტერდისციპლინურ ჭრილში, იმუშავებენ ქეისებზე, მიიღებენ მონაწილეობას დისკუსიებსა და ჯგუფურ პროექტებში, რაც მათ დაეხმარება კრიტიკული აზროვნების, ანალიტიკური უნარებისა და პრობლემის გადაჭრის კომპეტენციების გაძლიერებაში.
შერჩეული სტუდენტები არიან:
- ნინო მაღრაძე
- ლიზი ლაბაძე
- სალომე დოლიძე
- ნია ტოხვაძე
- ნატალი გალუსტიანი
- მილანა ზარქუა
- გიორგი კაჭლიშვილი
- მარიამ კუტუბიძე
- ზურა ნოზაძე
- გაბრიელ ლომთათიძე
ევროპის უნივერსიტეტი წარმატებას უსურვებს მონაწილე სტუდენტებს აკადემიური და პროფესიული განვითარების გზაზე.