საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტში” “ბალკანეთის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ლექტორი საჯარო ლექციას გამართავს

ევროპის
20 მაისს, 14:00 საათზე, ერასმუს+ აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში, ბალკანეთის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორი, ჰატიჯე მუჩი ამეთი საჯარო ლექციას თემაზე -”სამუშაო სტრესი და ფსიქოლოგიური კეთილდღეობა” ჩაატარებს.

ლექციის ფარგლებში განხილული იქნება თანამედროვე პროფესიულ გარემოში სამუშაოსთან დაკავშირებული სტრესისა და კეთილდღეობის ძირითადი საკითხები. სესია გააერთიანებს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ ხედვებს და მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, უკეთ გააანალიზონ სტრესის ინდივიდუალური და ორგანიზაციული ასპექტები.

დასწრება თავისუფალია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdz49BwXxXwgLI3tH5bCVoc-9jVlMwycYZDKkq_Jmngoak-4g/viewform

შეხვედრის ადგილი: ევროპის უნივერსიტეტი, დავით გურამიშვილის გამზირი 76, აუდიტორია 306 (ვეტერინარიის კამპუსი, ადმინისტრაციული შენობის გვერდით)

სამუშაო ენა: ინგლისური

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს: international.office@eu.edu.ge