ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
“ევროპის უნივერსიტეტში” სწავლის დაფინანსების მოსაპოვებლად აბიტურიენტებისთვის ესეების კონკურსი გამოცხადდა
„ევროპის უნივერსიტეტი“ სწავლის დაფინანსების მოპოვების მიზნით აბიტურიენტებისთვის ესეების კონკურსს თემაზე „ერთიანი ჯანმრთელობა – ვეტერინარია, ფსიქოლოგია, მედიცინა, სტომატოლოგია“ აცხადებს.
კონკურსი ემსახურება აბიტურიენტებში ერთიანი ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მისი მნიშვნელობის დანახვას მომავალ პროფესიაში.
ესეების კონკურსის გამარჯვებულები „ევროპის უნივერსიტეტში“ სწავლის ერთწლიან დაფინანსებას დაკავებული ადგილის შესაბამისად მიიღებენ:
I ადგილი – 100%
II ადგილი – 70%
III ადგილი – 50%
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლის აბიტურიენტებს.
აბიტურიენტებისთვის შეთავაზებული თემები, რომელთაგან უნდა აირჩიონ თითო და 2 საათის განმავლობაში იმუშაონ, ცნობილი გახდება კონკურსის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე.
„ევროპის უნივერსიტეტის“ პროგრამების გაცნობისა და თეზისების შესახებ ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად ფაკულტეტის დეკანები რეგისტრირებულ აბიტურიენტებთან საორიენტაციო შეხვედრას გამართავენ.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: ესეების კონკურსზე რეგისტრაცია
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 4 ივნისი
მნიშვნელოვანი თარიღები:
დეკანებთან შეხვედრა და საორიენტაციო შეხვედრა თემასთან დაკავშირებით: 8 ივნისი
კონკურსის დღე: 10 ივნისი
პირველადი შედეგების გამოცხადების თარიღი: 16 ივნისი
გასაჩივრების ბოლო ვადა: 17 ივნისი
საბოლოო შედეგები უნდა გამოცხადდეს არა უგვიანეს 19 ივნისისა
გისურვებთ წარმატებებს და გელით ესეების კონკურსზე!