ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Erasmus+ მობილობის ფარგლებში მალაგას უნივერსიტეტის პროფესორი „ევროპის უნივერსიტეტს“ ეწვია
1 ივნისს, Erasmus+ პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში მალაგას უნივერსიტეტის (ესპანეთი) პროფესორი ხოსე მარია ვალვერდე ზამბრანა „ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, ნიკოლოზ ფარჯანაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა არსებული პარტნიორობის შედეგები და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები.
„ევროპის უნივერსიტეტი“ აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის განვითარებასა და აკადემიური კავშირების გაღრმავებას, რაც უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს.