თათია დოლიძე

ვიცე-რექტორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით

თათია დოლიძე ევროპის უნივერსიტეტში იკავებს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით როგორც ვიცე რექტორის, ისე საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის პოზიციას. ამავდროულად, თათია გახლავთ ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტ-პროფესორი და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამაზე უძღვება რამდენიმე სასწავლო კურსს ევროკავშირის სწავლების, სამხრეთ კავკასიის რეგიონალური პოლიტიკისა და საჯარო მეტყველების მიმართულებით. 

ამჟამად, ევროპის უნივერსიტეტში მისი საქმიანობის პარალელურად, თათია დოლიძე გახლავთ ევროპის საბჭოს პროექტული ექსპერტ-კონსულტანტი განათლების დარგში, ამერიკული საკონსულტაციო კომპანია Agoge Partners-ის ექსპერტ-შემფასებელი საგანმანათლებლო პროექტების მიმართულებით და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის აფილირებული ანალიტიკოსი.

თათია დოლიძე ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს [წარჩინებით] საერთაშორისო ურთიერთობებში, მაასტრიხტის უნივერსიტეტის (ნიდერლანები) მაგისტრის ხარისხს [Cum Laude] ევროპისმცოდნეობაში და არის ევროპულ მეცნიერებათა ინგლისურენოვანი პროგრამის დოქტორობის კანდიდატი თსუ-სთან არსებულ ევროპული სწავლების ინსტიტუტში. სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში სწავლობდა ასევე ვილნიუსის უნივერსიტეტში, ლიეტუვა (ერაზმუს მუნდუსი); ბილგის უნივერსიტეტში, სტამბული, თურქეთი (ფონდი ღია საზოგადეობის წინა-სამაგისტრო გრანტი); სიენას უნივერსიტეტში, იტალია (იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გრანტი); მასარიკის უნივერსიტეტში, ჩეხეთი (ერაზმუს პლიუსი).

თათია დოლიძე არის ათეულობით კვლევისა და პუბლიკაციის ავტორი. მას მკვლევარის, ლექტორის/ტრენერის და/ან პროექტის მენეჯერის რანგში დაუგეგმავს და მონაწილეობა მიუღია არაერთი მასშტაბური საგრანტო პროექტის განხორციელებაში.  ქართულის გარდა თავისუფლად ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ და რუსულ ენებს. საშუალო დონეზე იცის ესპანური.

სამუშაო გამოცდილება:

თათია დოლიძის სამუშაო გამოცდილება 12 წელს ითვლის და მოიცავს აკადემიას, კვლევით ცენტრებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სამთავრობო უწყებებსა და მედიას. სხვადასხვა დროს იგი გახლდათ:

  • ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი;
  • საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში;
  • საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში;
  • ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების განყოფილების მკვლევარი ევროპული პოლიტიკის სწავლებების ცენტრში CEPS (ბრიუსელი, ბელგია);
  • კონტრაქტორი [ორგზის] ევროპარლამენტში, ევროპული საპარლამენტო კვლევითი სერვისის გენერალურ დირექტორატში და ევროპარლამეტარის ოფისში (ბრიუსელი, ბელგია),  და სხვა.

კონტაქტი:

tatia.dolidze@eu.edu.ge

LinkedIn/Tatia.Dolidze