12 სექტემბერს, „ევროპის უნივერსიტეტის“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის წარმომადგენლებმა ფაკულტეტის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან ტრადიციული საორიენტაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრა 2025-2026 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრის სალექციო პროცესთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ ლექტორებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ემსახურებოდა.
შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:
პროგრამების კლასტერული აკრედიტაცია
აკადემიური კალენდარი
სალექციო პროცესი
სტუდენტთა შეფასება
კრედიტების აღიარება
საგამოცდო პროცესი
სტუდენტებთან კომუნიკაცია და კონსულტაცია
აკადემიური და მოწვეული პერსონალის შეფასება
აკადემიური-სამეცნიერო საქმიანობა და კვლევითი პროქტები
სოციალური აქტივობები
შეხვედრის მონაწილეები ასევე გაეცნენ უნივერსიტეტში მიმდინარე ცვლილებებსა და სიახლეებს.