,,ევროპის უნივერსიტეტი’’ აცხადებს ღია კონკურსს სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით ვეტერინარიის ინტეგრირებული (ქართულენოვანი) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში აკადემიური და პროფესიული ნიშნით შემდეგი მიმართულებებით:
ცხოველთა არაგადამდები დაავადებები (აკადემიური ნიშნით):
- ორი ასოცირებული პროფესორის ვაკანსია;
ცხოველთა მორფოლოგია და ფიზიოლოგია (აკადემიური ნიშნით):
- ორი ასოცირებული პროფესორის ვაკანსია.
სურსათის უვნებლობა (პროფესიული ნიშნით):
- ერთი ასოცირებული პროფესორის ვაკანსია.
სავეტერინარო კანონმდებლობა, ცხოველთა დაავადებების პრევენცია/კონტროლი (პროფესიული ნიშნით):
- ერთი ასოცირებული პროფესორის ვაკანსია.
ცხოველთა არაგადამდები დაავადებები (აკადემიური ნიშნით):
- ერთი ასისტენტ-პროფესორის ვაკანსია.
საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები:
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით) პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
გ) შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) უნდა ჰქონდეს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან იყოს მათი თანაავტორი;
დ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (პროფესიული ნიშნით) პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ჰქონდეს მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
ბ) ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
გ) არანაკლებ 5 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის დარგში;
დ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.
ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით) პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) უნდა ჰქონდეს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან იყოს მათი თანაავტორი;
გ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.
საკონკურსო დოკუმენტაცია:
კონკურსში მონაწილეობის მსურველი (აკადემიური/პროფესიული ნიშნით) ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას ელექტრონულად (ელ. ფოსტაზე: info@eu.edu.ge) წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით. კონკურსანტის მიერ განაცხადი ივსება მხოლოდ ერთ პოზიციაზე/ერთ სფეროში.
ბ) ავტობიოგრაფია (CV, ელექტორნული ან/და ბეჭდური ფორმით) ქართულ და ინგლისურ ენაზე, უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული რეზიუმეს ფორმატში (განაცხადის და CV-ის ფორმა იხილეთ შემდეგ ელექტრონულ ბმულზე);
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების, მათ შორის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის (დოქტორის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებული) დიპლომის არსებობის შემთხვევაში კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
ე) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები და საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);
ვ) შესაბამის დარგში პრაქტიკული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) შესაბამისი სილაბუსები (ნაბეჭდი ან ელექტრონული ვერსია);
თ) „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა.
კონკურსი ჩატარდება შპს ევროპის უნივერსიტეტის „პერსონალის შერჩევის წესის“ შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:
- პირველი ეტაპი – კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
- მეორე ეტაპი – საჩვენებელი ლექციის ჩატარება.
კონკურსის ვადები:
- კონკურსი გამოცხადებულია 2025 წლის 11 მარტიდან;
- აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2025 წლის 14 აპრილიდან 17 აპრილის ჩათვლით;
- კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2025 წლის 23 აპრილისა;
- კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2025 წლის 25 აპრილისა;
- კონკურსის შედეგების გაცნობა კონკურსანტებისთვის არაუგვიანეს 2025 წლის 25 აპრილისა;
- კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადაა 2025 წლის 28 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით.
საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის
კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახური, ხოლო კონკურსანტთა კონსულტირებას ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.
საკონტაქტო რეკვიზიტები: დ. გურამიშვილის გამზ. N76; ტელ: 032 2 000 171
მიბმული ფაილები:
კანდიდატის განცხადების ფორმა – სავეტერინარო მედიცინა – 11.03.2025
განაცხადი (დანართი 1) – სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტი 11.03.2025