ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სიახლეები

აკადემიური კონკურსი ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე კომპიუტერული მეცნიერების ქართულენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში

Business and Technologies

შპს ,,ევროპის უნივერსიტეტი’’ აცხადებს ღია კონკურსს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით კომპიუტერული მეცნიერების ქართულენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში აკადემიური ნიშნით შემდეგი მიმართულებით:

კომპიუტერული მეცნიერების მიმართულება (აკადემიური ნიშნით):

  • ერთი ასოცირებული პროფესორის ვაკანსია.

საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები:

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით) პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;

გ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) უნდა ჰქონდეს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან იყოს მათი თანაავტორი;

დ)  ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;

საკონკურსო დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას ელექტრონულად (ელ. ფოსტაზე: info@eu.edu.ge) წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით. კონკურსანტის მიერ განაცხადი ივსება მხოლოდ ერთ პოზიციაზე/ერთ სფეროში. ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე, უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული რეზიუმეს ფორმატში (განაცხადის და CV-ის ფორმა იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში);

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების, მათ შორის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის (დოქტორის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებული) დიპლომის არსებობის შემთხვევაში  კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);

დ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები და საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);

ე) შესაბამისი სილაბუსები (ნაბეჭდი ან ელექტრონული ვერსია);

ვ) „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა.

კონკურსი ჩატარდება შპს ევროპის უნივერსიტეტის „პერსონალის შერჩევის წესისშესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:

  1. პირველი ეტაპი – კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
  2. მეორე ეტაპი – საჩვენებელი ლექციის ჩატარება.

კონკურსის ვადები:

  • კონკურსი გამოცხადებულია 2025 წლის 28 თებერვლიდან;
  • აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2025 წლის 31 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით;
  • კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2025 წლის 10 აპრილისა;
  • კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2025 წლის 16 აპრილისა;
  • კონკურსის შედეგების გაცნობა კონკურსანტებისთვის არაუგვიანეს 2025 წლის 17 აპრილისა
  • კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადაა 2025 წლის 18 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით.

საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის

კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახური,  ხოლო კონკურსანტთა კონსულტირებას ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.

საკონტაქტო რეკვიზიტები: დ. გურამიშვილის გამზ. N76; ტელ: 032 2 000 171


მიბმული ფაილები:

Word CV GEO

Word CV ENG

Word განაცხადის ფორმა – 28.02.2025

Word განაცხადი (დანართი 1) – ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკ. – 28.02.2025