საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” წარმომადგენლებმა ლუბლიანაში International Academic Week 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

ევროპის
2026 წლის 18-22 მაისს, ლუბლიანაში, B2 Ljubljana School of Business-ის ორგანიზებით  International Academic Week 2026 გაიმართა, რომელშიც „ევროპის უნივერსიტეტის“ აკადემიურმა პერსონალმა მიიღო მონაწილეობა.

კვირეულის ფარგლებში უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა საერთაშორისო აუდიტორიას თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიებსა და უმაღლესი განათლების ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებზე ვორქშოპები წარუდგინეს.

კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ბესიკ ტაბატაძემ ვორქშოპი თემაზე – “AI Assistant for Professors – Personalized Learning in Higher Education“ ჩაატარა, რომელიც უმაღლეს განათლებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობებს, სტუდენტთა აკადემიური პროგრესის ანალიზსა და პერსონალიზებული სასწავლო რეკომენდაციების შექმნის თანამედროვე მიდგომებს ეხებოდა.

ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ნიკოლაიშვილმა ვორქშოპი თემაზე – „Blockchain Beyond Bitcoins – Reshaping Credentials, Ownership and Trust in Education“ წარადგინა, რომლის ფარგლებში განხილული იყო ბლოკჩეინ ტექნოლოგიის როლი განათლების სფეროში, მათ შორის ციფრული სერტიფიკატების, მონაცემთა სანდოობის უზრუნველყოფისა და აკადემიური პროცესების ტრანსფორმაციის მიმართულებით.

International Academic Week 2026-ში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პროგრამა მოიცავდა საერთაშორისო ვორქშოპებს, გამოცდილების გაზიარებას, პროფესიულ დისკუსიებსა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მიმართულ აქტივობებს.