საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

Erasmus+ მობილობის ფარგლებში „ევროპის უნივერსიტეტს“ საქარიას უნივერსიტეტის პროფესორი ეწვია

Erasmus+
29 მაისს, Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში, „ევროპის უნივერსიტეტს“ საქარიას უნივერსიტეტის (თურქეთი) ასისტენტ-პროფესორი ომერ ფარუკ სეიმენი ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდა ლექცია თემაზე – „From Data to Retention: Leveraging Data Mining and Customer Analytics for Churn Management“.

ლექციაზე განხილული იყო მონაცემთა ანალიზის თანამედროვე მეთოდები და მათი პრაქტიკული გამოყენება მომხმარებელთა ქცევის შესწავლისა და მომხმარებელთა შენარჩუნების პროცესების მართვაში.

Erasmus+ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას.