ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტების ერთობლივი მე-20 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია 28 ივნისს გაიმართება
2026 წლის 28 ივნისს „ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტების ერთობლივი მე-20 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ 400-დან 500 სიტყვამდე შესრულებული აბსტრაქტი.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც „ევროპის უნივერსიტეტის“, ასევე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსაც.
აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადა: 15 ივნისი
დასაშვებია მხოლოდ ინდივიდუალურად შესრულებული ნაშრომები, ერთი აბსტრაქტი მომზადებული / წარდგენილი უნდა იყოს ერთი ავტორის მიერ.
მედიცინის და ფსიქოლოგიის მიმართულებით აბსტრაქტები გთხოვთ გაააგზავნოთ მეილზე: mdstudentconference@eu.edu.ge
სტომატოლოგიის მიმართულებით აბსტრაქტები გთხოვთ გააგზავნოთ მეილზე: eu.dentistry@eu.edu.ge
სათაურის ველში მიუთითეთ – სტუდენტური კონფერენცია 2026
ვადებში წარმოდეგნილი აბსრაქტები შეფასდება სამეცნიერო კომისიის მიერ და ავტორებს ეცნობებათ გადაწყვეტილება აბსტრაქტის მიღების, ასევე მოხსენების ფორმატის შესახებ – პოსტერული ან ზეპირი მოხსენება.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ კონფერენციის გზამკვლევი.
გისურვებთ წარმატებებს!