სტომატოლოგიის ფაკულტეტის სიახლეები

ლექცია-მასტერკლასი “ევროპის უნივერსიტეტში” – “ფოტოგრაფირება სტომატოლოგიაში“

ევროპის
24 მაისს, 11:00 საათზე, „ევროპის უნივერსიტეტში ლექცია-მასტერკლასი თემაზე -„ფოტოგრაფირება სტომატოლოგიაში: მაკროფოტოგრაფიის საფუძვლებიდან ციფრულ სამუშაო პროცესამდე“ გაიმართება.

კურსი განკუთვნილია სტომატოლოგიური სფეროს პროფესიონალებისთვის და მოიცავს თეორიულ მოდულს და პრაქტიკულ, ინტერაქტიურ სამუშაო სესიას.

ლექციას არქიტექტურისა და დიზაინის აკადემიური დოქტორი ალი რაშიდი გაუძღვება.

პროგრამა მაკროფოტოგრაფიის ტექნიკურ საფუძვლებს, განათების თავისებურებებსა და სტომატოლოგიურ ფოტოგრაფიაში გამოყენებად კომპოზიციურ სტანდარტებს აერთიანებს.

მონაწილეები შეისწავლიან ფოტოგრაფიული აღჭურვილობის ოპტიმიზაციას, კლინიკური აქსესუარების (რეტრაქტორები, სარკეები, კონტრასტორები, რეზინის დამები) ეფექტიან გამოყენებას, ასევე ფერისა და ტექსტურის ზუსტ გადაცემას.

კურსის დასკვნითი ნაწილი დაეთმობა ციფრულ სამუშაო პროცესს. პროგრამების: Adobe Lightroom-ისა და Photoshop-ის გამოყენებით, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს შექმნან მაღალი ხარისხის ვიზუალური მასალა ლაბორატორიასთან ეფექტური კომუნიკაციისთვის, პაციენტთა განათლებისა და პროფესიული პორტფოლიოს ფორმირებისთვის.

შეხვედრის ადგილი: “ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის კამპუსი (დ. სარაჯიშვილის გამზირი N17)  აუდიტორია 702.