მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

მედიცინის ფაკულტეტის ლექტორებისთვის ტრენინგების კვირეული დასრულდა

ტრენინგების
“ევროპის უნივერსიტეტისა” და “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” ორგანიზებით გამართული ტრენინგების კვირეული – “Pre-Clinical Teaching, Assessment and AI in Medical Education” დასრულდა.

ტრენინგი მედიცინის ფაკულტეტის ლექტორებისთვის გაიმართა, რომელსაც დიდი ბრიტანეთის „სუონსის უნივერსიტეტის“ პროფესორი სტივენ კეიპი უძღვებოდა.

პროფესორმა მონაწილეებს თანამედროვე სამედიცინო განათლების მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილება და პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების მიდგომები გაუზიარა.

პროგრამის ფარგლებში განხილული იყო პრეკლინიკური სწავლების თანამედროვე მეთოდები, სტუდენტთა შეფასების ეფექტიანი მექანიზმები და ხელოვნური ინტელექტის როლი სამედიცინო განათლების განვითარებაში.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სწავლების ინოვაციურ მოდელებს, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას, კლინიკური აზროვნების განვითარების ხელშემწყობ სტრატეგიებსა და სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების თანამედროვე პრაქტიკებს.

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ემსჯელათ თანამედროვე სამედიცინო განათლების ძირითად გამოწვევებზე, გაეზიარებინათ პროფესიული გამოცდილება და პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე განეხილათ სწავლებისა და შეფასების ეფექტიანი მიდგომები.

ტრენინგების კვირეული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების, გამოცდილების გაზიარებისა და სამედიცინო განათლების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესებისთვის.