ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ინგლისური ენის პედაგოგებისთვის “ევროპის უნივერსიტეტის” მიერ ორგანიზებული პროფესიული განვითარების სემინარი დასრულდა
2026 წლის 20-24 აპრილს “ევროპის უნივერსიტეტში” აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინგლისური ენის სპეციალისტების პროგრამის დაფინანსებით ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების სემინარი ჩატარდა.
სემინარს აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ჯონ ლივაისი უძღვებოდა.
სემინარში მონაწილეობა მიიღეს ინგლისური ენის მასწავლებლებმა კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან, საჯარო და კერძო სკოლებიდან, ბრიტანეთის საბჭოდან და ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ენის ცენტრებიდან.
ოთხი ინტენსიური დღის განმავლობაში სემინარმა მოიცვა ინგლისურ ენაზე საუბრის ეფექტიანი სწავლებისთვის აუცილებელი თემები. სესიებზე განიხილეს ინგლისურის როგორც უცხოური ენის სწავლების (TESOL) მეთოდოლოგიის თანამედროვე მიდგომები, ზეპირი კომუნიკაციის სწავლებასა და პრაქტიკულ გამოყენებაზე ძირითადი აქცენტით.
თითოეულ თეორიულ სესიას თან ახლდა პრაქტიკული კომპონენტი – სწავლებისა და შეფასების კონკრეტულ სტრატეგიები. საკონსულტაციო სესიები ასევე ჩატარდა დოქტორანტებისა და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის.
სემინარი განსაკუთრებული იყო მისი გამორჩეული ფოკუსით გამოთქმაზე, მოსმენასა და კომუნიკაციისა და გაგება-გააზრების მჭიდროდ დაკავშირებულ კონცეფციებზე – საკითხებზე, რომლებიც ხშირად არასათანადოდ არის წარმოდგენილი მასწავლებელთა მომზადების პროგრამებში.
პროფესორმა ლივაისმა გამოთქმა განიხილა არა როგორც იზოლირებული უნარი, არამედ აზრიანი, გასაგები კომუნიკაციის ფართო მიზნის ჭრილში. ყველა სესია ეფუძნებოდა კვლევებს და მონაწილეებს გააცნო ზეპირი მეტყველების უნარის განვითარების შესახებ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ცოდნა.
აქტიური ჩართულობისთვის შექმნილმა სათანადო გარემომ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, პრაქტიკაში დაკვირვებოდნენ სწავლების კონკრეტულ მეთოდებს კოლეგებთან ინტენსიური თანამშრომლობის მეშვეობით.
პროგრამის დასრულების შემდეგ სემინარის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.