„სიმულაციური შეჯიბრი“ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის – რეგისტრაცია დაიწყო
„ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის“ ფაკულტეტი აცხადებს სტუდენტურ გუნდურ კონკურსს „სიმულაციური შეჯიბრი“.
კონკურსის მიზანია სტუდენტებისთვის კლინიკური აზროვნების, პრაქტიკული და გუნდური მუშაობის უნარების განვითარება სიმულაციურ გარემოში.
კონკურსის სტრუქტურა:
კონკურსი ჩატარდება რამდენიმე ეტაპად:
I ეტაპი: მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია და გუნდების ფორმირება
II ეტაპი: ტრენინგი ძირითად ალგორითმებზე
III ეტაპი: სიმულაციური კლინიკური დავალება გუნდებისთვის
IV ეტაპი (ნახევარფინალი): შერჩეული გუნდები შეასრულებენ შედარებით კომპლექსურ კლინიკურ სცენარებს
ფინალური ეტაპი: სამი საუკეთესო გუნდი მიიღებს მონაწილეობას საბოლოო სიმულაციურ დავალებაში, რომლის საფუძველზეც გამოვლინდება კონკურსის გამარჯვებული.
შეფასების კრიტერიუმები:
შეფასება მოხდება სპეციალურად დაკომპლექტებული კომისიის მიერ, შემდეგი კრიტერიუმებით:
- კლინიკური აზროვნებისა და გადაწყვეტილების მიღების სიზუსტე
- მოქმედების თანმიმდევრულობა და მართვის სწორი ტაქტიკა
- გუნდური მუშაობა და კომუნიკაცია
- დროის ეფექტური მართვა
მონაწილეობის პირობები:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ევროპის უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის (ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი) პროგრამის VII-XII სემესტრის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.
რეგისტრაცია:
მონაწილეობის მსურველებმა ელ. ფოსტაზე უნდა წარმოადგინონ:
- მოკლე სამოტივაციო წერილი
- საკონტაქტო ინფორმაცია – სახელი, გვარი, სემესტრის მითითებით
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 17.04.2026 Email: Simulationcenter@eu.edu.ge
კონკურსის ლოკაცია: „ევროპის უნივერსიტეტის“ B კორპუსი, სარაჯიშვილის გამზ. №17.