ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სიახლეები

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა

12 სექტემბერს, „ევროპის უნივერსიტეტის“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის წარმომადგენლებმა ფაკულტეტის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან ტრადიციული საორიენტაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრა 2025-2026 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრის სალექციო პროცესთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ ლექტორებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ემსახურებოდა.

შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:

  • პროგრამების კლასტერული აკრედიტაცია
  • აკადემიური კალენდარი
  • სალექციო პროცესი
  • სტუდენტთა შეფასება
  • კრედიტების აღიარება
  • საგამოცდო პროცესი
  • სტუდენტებთან კომუნიკაცია და კონსულტაცია
  • აკადემიური და მოწვეული პერსონალის შეფასება
  • აკადემიური-სამეცნიერო საქმიანობა და კვლევითი პროქტები
  • სოციალური აქტივობები

შეხვედრის მონაწილეები ასევე გაეცნენ უნივერსიტეტში მიმდინარე ცვლილებებსა და სიახლეებს.