“ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის, საარჩევნო საკითხებზე ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ ვორკშოპში მონაწილეობის მისაღებად კონკურსს აცხადებს.
ვორკშოპი ქალაქ ბათუმში, 27-31 ივლისს გაიმართება.
ღონისძიებას უხელმძღვანელებენ ევროპის საბჭოს საერთაშორისო კონსულტანტები, ხოლო მონაწილეობის ყველა ხარჯს ევროპის საბჭო სრულად დაფარავს.
კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია:
სტუდენტი იყოს სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე;
ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება.
სტუდენტების შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმებით:
სამოტივაციო წერილი;
კომისიასთან გასაუბრება.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი ელ-ფოსტაზე: info@eu.edu.geარაუგვიანეს 6 ივლისისა.
subject ველში მითითებული უნდა იყოს – „ევროპის საბჭოს ვორკშოპი“.