კონკურსი მედიცინის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევად

,,ევროპის უნივერსიტეტი’’ მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში აცხადებს ღია კონკურსს.
კლინიკური დიაგნოსტიკა – 1 ასისტენტ-პროფესორის ვაკანსია.
საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები:
ასისტენტ-პროფესორის (აკადემიური ნიშნით) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციების გამოქვეყნებები ან მათი თანაავტორობა;
გ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
დ) ინგლისური ენის არანაკლებ B2- დონეზე ცოდნა;
ე) უნდა ფლობდეს შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატს.
საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას ელექტრონულად (ელ. ფოსტაზე: info@eu.edu.ge ) წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (განაცხადი ივსება მხოლოდ ერთი მიმართულებით და ერთ კონკრეტულ პოზიციაზე);
ბ) ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ევროპის უნივერსიტეტის ფორმატში (განაცხადის და CV-ის ფორმა იხილეთ შემდეგ ელექტრონულ ბმულზე:);
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ)შესაბამის სფეროში კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების, მათ შორის მეცნიერებათა .არსებობის შემთხვევაში კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
ე) სამეცნიერო/პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;
ვ) საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების სია და ნაშრომები ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);
ზ) შესაბამისი სილაბუსები (ელექტრონული ვერსია);
თ) სერტიფიკატის ასლი, რომელიც ადასტურებს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში ტრენინგის გავლის ფაქტს (არსებობის შემთხვევაში, ხოლო სერტიფიკატის არ ქონის შემთხვევაში უნივერსიტეტი უზრუნველყოფს საკუთარი რესურსით პერსონალის გადამზადებას);
ი) შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი;
კ) ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი ერთ-ერთი დოკუმენტი:
კ.ა) ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
კ.ბ) საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელების (არანაკლებ 1 წლის განმავლობაში) დამადასტურებელი დოკუმენტი;
კ.გ) საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელების (არანაკლებ 1 წლის განმავლობაში) დამადასტურებელი დოკუმენტი;
კ.დ) ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;
კ.ე) ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.);
ლ) „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა“;
მ) სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში).
კონკურსი ჩატარდება შპს „ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების წესის“ შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:
- პირველი ეტაპი – კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
- მეორე ეტაპი – საჩვენებელი ლექციის ჩატარება.
კონკურსის ვადები:
1. კონკურსი გამოცხადებულია 2025 წლის 26 ივნისიდან;
2. აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2025 წლის 28 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით;
3. კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2025 წლის 8 აგვისტოსი;
4. კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2025 წლის 14 აგვისტოსი;
6. კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2025 წლის 15 აგვისტოსი;
7. კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადაა 2025 წლის 18 აგვისტოდან 19 აგვისტოს ჩათვლით.
საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის:
კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახური, ხოლო კონკურსანტთა კონსულტირებას ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.
საკონტაქტო რეკვიზიტები: დ. გურამიშვილის გამზ. N76. info@eu.edu.ge; ტელ: 032 2 000 171
მიბმული ფაილები: CV GEO
CV ENG
კანდიდატის განაცხადის ფორმა (მედიცინა)
Candidate Application Form (Medicine)
საკონკურსო განაცხადი