15 მაისს აბიტურიენტებს “ევროპის უნივერსიტეტის” რექტორი ნინო ტალიაშვილი ღია კარის დღეზე გიწვევთ.
შეხვედრა ორ ლოკაციაზე სხვადასხვა დროს გაიმართება და დამსწრეებს გექნებათ შესაძლებლობა გაეცნოთ უნივერსიტეტის ყველა პროგრამას, დაათვალიეროთ სასწავლო კამპუსები და ლაბორატორიები.
14:00 საათი, გურამიშვილის გამზირი 76, აუდიტორია 505, აბიტურიენტები გაეცნობით შემდეგ პროგრამებს:
- ბიზნესის ადმინისტრირების 3 წლიანი ქართულენოვანი პროგრამა
- ბიზნესის ადმინისტრირების 3 წლიანი ინგლისურენოვანი პროგრამა
- ბიზნესის ადმინისტრირება-ფინანსები და აუდიტის სამწლიანი ქართულენოვანი პროგრამა
- ბიზნესის ადმინისტრირება-ფინანსები და აუდიტის სამწლიანი ინგლისურენოვანი პროგრამა
- ინფორმატიკა
- სამართალი
- არქეოლოგია
- ვეტერინარია
17:00 საათი, დ. სარაჯიშვილის გამზირი 17, აუდიტორია 702, აბიტურიენტები გაეცნობით შემდეგ პროგრამებს:
- დიპლომირებული მედიკოსი (ქართულენოვანი)
- დიპლომირებული მედიკოსი (ინგლისურენოვანი)
- სტომატოლოგია (ქართულენოვანი)
- სტომატოლოგია (ინგლისურენოვანი)
- ფსიქოლოგია
ღია კარის დღეზე დასასწრებად მიჰყევით სარეგისტრაციო ბმულს: https://forms.gle/E9KcgH3tR4hsEqYg8