ნიკოლოზ ფარჯანაძე
ვიცე-რექტორი სასწავლო პროცესის ადმინისტრირების მიმართულებით / ვიცე-რექტორის მოვალეობის შემსრულებელი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით
ნიკოლოზ ფარჯანაძე სასწავლო პროცესის ადმინისტრირების მიმართულებით ვიცე-რექტორის და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ვიცე-რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციას ევროპის უნივერსიტეტში 2025 წლიდან იკავებს. იგი ამასთანავე არის ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი და ახორციელებს პედაგოგიურ საქმიანობას.
ნიკოლოზ ფარჯანაძემ 2000 წელს დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურ ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა. 2002 წელს ამავე უნივერსიტეტში მიენიჭა ინგლისური ფილოლოგიის, ხოლო 2007 წელს ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხი. 2003-2010 წლებში ასპირანტურისა და დოქტორანტურის გარდამავალი საფეხურის გავლის შემდეგ, 2010 წელს ნიკოლოზმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ანგლო-ამერიკული ენათმეცნიერების მიმართულებით და მიენიჭა ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
2007 წელს ნიკოლოზ ფარჯანაძემ მოიპოვა დიდი ბრიტანეთის მთავრობის სტიპენდია (Chevening), გაიარა სამაგისტრო პროგრამა ლონდონის უნივერსიტეტის განათლების ინსტიტუტში (ამჟამად, ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის განათლების ინსტიტუტი) და 2008 წელს მიენიჭა განათლების ლიდერობის (ლიდერობა და მენეჯმენტი) მაგისტრის ხარისხი.
ნიკოლოზ ფარჯანაძეს 2000 წლიდან დღემდე აქვს როგორც საქართველოს, ასევე, საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში სწავლების გამოცდილება და საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე უძღვება სხვადასხვა სასწავლო კურსებს: ენათმეცნიერების შესავალი, განათლების ლიდერობა, მენჯემენტი და ადმინისტრირება, განათლების პოლიტიკა და განათლების სოციოლოგია. მისი პროფესიული კარიერის განმავლობაში უმუშავია სხვადასხვა აკადემიურ და ადმინისტრაციულ პოზიციაზე.
Სამუშაო გამოცდილება:
- 2021-2024 წლებში სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
- 2018-2021 წლებში ნიკოლოზი სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი
- 2005-2019 წლებში, უნივერსიტეტში მუშაობის პარალელურად, სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინგლისური ენის გამომცდელი
- 2019 წელს მონაწილეობა მიიღო ფულბრაიტის მკვლევართა პროგრამაში და სტუმრობდა არკანზასის უნივერსიტეტს (აშშ), სადაც იკვლევდა უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის საკითხებს
- 2003 წლიდან ნიკოლოზი არის სამეცნიერო სტატიების, წიგნის, წიგნის ცალკეული თავის ავტორი თუ თანაავტორი და ეს პუბლიკაციები ასახავს მის აკადემიურ ინტერესებს ანგლო-ამერიკული ენათმეცნიერების, საგანმანათლებლო ლიდერობისა და მენეჯმენტის კვლევისა და პრაქტიკის კონტექსტში
კონტაქტი: nikoloz.parjanadze@eu.edu.ge