საგამოცდო ცენტრი

სამსახურის შესახებ

საგამოცდო ცენტერის ფუნქციებია:

  • სტუდენტების შეფასების პროცესის ობიექტურობის, სანდოობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა უნივერსიტეტში ერთიანი, ცენტრალიზებული საგამოცდო სისტემის შექმნისა და დანერგვის გზით;
  • საგამოცდო პროცესის სრულად და თანმიმდევრულად ორგანიზება, რაც მოიცავს საგამოცდო განრიგის შედგენას, საგამოცდო სივრცეების მომზადებას და მიმდინარე გამოცდების მონიტორინგს მათი შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფის მიზნით;
  • საგამოცდო მასალების მკაცრი კონფიდენციალობის შენარჩუნება, აკადემიური პერსონალის მიერ შესაბამისი საგამოცდო მასალების საგამოცდო ცენტრისთვის მიწოდების პროცესისა და საგამოცდო პროცესის ფორმატის სტანდარტიზების უზრუნველყოფა შესაბამის ფაკულტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით;
  • ძირითადი გამოცდების დასრულების შემდეგ სააპელაციო პროცესის ზედამხედველობა, სტუდენტების მიერ შედეგების გასაჩივრების პროცესის გამჭვირვალობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამის ფაკულტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობა და პროცესის კოორდინირება;
  • საგამოცდო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, გამოცდების სრული ციკლის მონიტორინგი და ანალიზი, პრევენციული ზომების დაგეგმვა და განხორციელება, პრაქტიკის დახვეწის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და რელევანტური ღონისძიებების გატარება;
  • სტუდენტებისთვის, პედაგოგებისა და უნივერსიტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის საგამოცდო პროცედურებისა და საგამოცდო მოდულის გამოყენების შესახებ სახელმღვანელო დოკუმენტის შექმნა და პერიოდული განახლება;
  • ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზების გზით სტუდენტებთან, პედაგოგებთან და ადმინისტრაციასთან თანმიმდევრული კომუნიკაცია საგამოცდო პროცესების შესახებ ყველა დაინტერესებული მხარის სრულფასოვანი ინფორმირების მიზნით;
  • გამოცდების შედეგების აღრიცხვისა და დოკუმენტირების პროცესის ხელშეწყობა, რაც გულისხმობს ოფიციალური შეფასების უწყისების მართვას, სტუდენტების შეფასების ბაზების მონიტორინგსა და ადმინისტრირების პროცესის ხელშეწყობას.

თანამშრომლები

  • ნინო წულაძე​
  • საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი​
  • 2 000 171 (215)​
  • nino.tsuladze@eu.edu.ge​
no photo
  • მარიკა კვანტალიანი
  • საგამოცდო ცენტრის სპეციალისტი
  • 2 000 171 (219)
  • marika.kvantaliani@eu.edu.ge
no photo
  • მარიამი უბილავა
  • საგამოცდო ცენტრის სპეციალისტი
  • 2 000 171 (127)
  • mariam.ubilava@eu.edu.ge
no photo
  • თამარ სახოკია
  • საგამოცდო ცენტრის სპეციალისტი
  • 2 000 171 (258)
  • tsakhokia@eu.edu.ge