სხვა სიახლეები, მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები, სტომატოლოგიის ფაკულტეტის სიახლეები

31 მაისს და 1 ივნისს „ევროპის უნივერსიტეტში“ ბავშვებისთვის უფასო პროფილაქტიკური გასინჯვები ჩატარდა

ბავშვებისთვის
31 მაისს და 1 ივნისს „ევროპის უნივერსიტეტში“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ორი დღის განმავლობაში „ევროპის უნივერსიტეტში“ ბავშვებისთვის უფასო პროფილაქტიკური გასინჯვები სხვადასხვა მიმართულების ექიმებთან და სტომატოლოგებთან იყო ხელმისაწვდომი.

უფასო გამოკვლევებში მონაწილეობა “ევროპის უნივერსიტეტის” პროფესორებმა, პროფესიონალმა ექიმებმა და სტომატოლოგებმა მიიღეს.

გასინჯვების პარალელურად, მთელი დღის განმავლობაში, პატარების მხიარულ განწყობაზე მათთვის საყვარელი ანიმაციური გმირები გასართობი აქტივობებით ზრუნავდნენ.

31 მაისს ბავშვებს ადგილზე დახვდნენ:

  • თემურ მიქელაძე, პედიატრი
  • ქეთევან ომიაძე, ალერგოლოგი
  • ნინო თოთაძე, პედიატრი
  • ნიკა ლაბარტყავა, ბავშვთა კარდიოლოგი
  • გვანცა არველაძე, ბავშვთა ნერვოლოგი
  • ხათუნა კუდავა, დერმატოლოგი

1 ივნისს კი „ევროპის უნივერსიტეტის“ სტომატოლოგიურ კლინიკა EU Dent-ში ბავშვებისთვის უფასოდ ჩატარდა კბილების პროფესიული წმენდა და პირის ღრუს სრული დიგანოსტიკა მკურნალობის შემდგომი ეტაპების დაგეგმვით. სტომატოლოგიური სერვისების გაწევაზე ზრუნავდნენ:

  • სოფიო აბაიშვილი, თერაპევტი, პაროდონტოლოგი
  • ეთერ ჩოხელი, პაროდონტოლოგი, მოზრდილთა თერაპევტი
  • ნათია კუჭავა, თერაპევტი, პაროდონტოლოგი
  • ნინო იმნაძე, ბავშვთა და მოზრდილთა თერაპევტი
  • ანა კიზირია, პირის ღრუს ქირურგი, ბავშვთა სტომატოლოგი, თერაპევტი

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კამპანია 1 ივნისს „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტური კაპელას სოლო კონცერტით დასრულდა.