“ევროპის უნივერსიტეტი“ სავეტერინარო მედიცინით დაინტერესებულ აბიტურიენტებს პრაქტიკულ ვორქშოპებზე გიწვევთ.
მოსწავლეებს შესაძლებლობა გექნებათ, გაეცნოთ სფეროს ძირითად პრინციპებს და თანამედროვე მეთოდებს, სიმულაციური მულაჟების გამოყენებით შეძლებთ მონაწილეობა მიიღოთ პრაქტიკულ აქტივობებში.
მომავალი პროფესიის უკეთ შესასწავლად ვორქშოპებზე დასწრებით შეძლებთ, მოირგოთ ვეტერინარის როლი და გამოცადოთ თავი სხვადასხვა მანიპულაციებში.
აბიტურიენტებს ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას, პროგრამის ხელმძღვანელები: მაია კერესელიძე და ნინო მილაშვილი გააცნობენ
ვორქშოპები გაიმართება 8, 15 და 22 თებერვალს და მოიცავს შემდეგ თემებს:
8 თებერვალი, 12:00 საათი – ანატომაჟის და ცხოველის პირველადი დახმარების დემონსტრირება
ვორქშოპზე აბიტურიენტები მიიღებენ ინფორმაციას ცხოველის პირველადი დახმარების ტექნიკების შესახებ. ანატომაჟის საშუალებით 3D ვიზუალიზაციის ეფექტით ნახავთ, როგორ უნდა გაზომოთ პულსაცია და აღმოუჩინოთ პირველადი დახმარება ოთხფეხა მეგობრებს.
(ლექტორები: ნინო მილაშვილი, გალია ცქვიტინიძე, მაია კერესელიძე);
15 თებერვალი, 12:00 საათი – ექოსკოპიის და ინტუბაციის ტექნიკის დემონსტრირება
აღნიშნული ვორქშოპი მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, პორტატული აპარატის გამოყენებით, ექოსკოპია, ანუ ულტრაბგერითი კვლევა ჩაატარონ.
(ლექტორი: მაია კაკაბაძე);
22 თებერვალი, 12:00 საათი – სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დემონსტრირება
ვორქშოპზე აბიტურიენტი თანამედროვე მულაჟების გამოყენებით და ელექტრონული მოწყობილობის დახმარებით, სასუნთქი გზებისა და ფილტვების, გულის დაავადებებისთვის დამახასიათებელ ხმოვანებას მოისმენს.
(ლექტორი: მაია კაკაბაძე).
გთხოვთ, სურვილის შემთხვევაში, დარეგისტრირდეთ ბმულზე: docs.google.com
ვორქშოპებზე დასწრება თავისუფალია ყველა აბიტურიენტისთვის.
“ევროპის უნივერსიტეტი“ არის ადგილი, სადაც შეგიძლია გამოსცადო ყველაფერი, რის სწავლასაც გადაწყვეტ.