ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე საბუთების მიღების მეორე ეტაპი 12 აგვისტოს დაიწყება
„ევროპის უნივერსიტეტის“ მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთათვის საბუთების მიღება გრძელდება. მსურველებს რეგისტრაციის გავლა 12-16 აგვისტოს შეეძლებათ.
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარება.
კანდიდატებმა რეგისტრაციისთვის ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში (მის.: გურამიშვილის #76, პირველი სართული) უნდა წარმოადგინონ:
- განცხადება რექტორის სახელზე (ივსება რეგისტრაციისას ადგილზე);
- რეზიუმე (CV);
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი (არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);
- ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა ნაეკიდან გამოცდის ჩაბარების თაობაზე)*
- ორი ფოტო 3×4-ზე, CD დისკზე ჩაწერილი;
- სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
შენიშვნა*: ჩარიცხვის შესახებ რექტორის სამართლებრივი აქტის გამოცემამდე პირი ვალდებულია წარმოადგინოს ცნობა სსიპ – გამოცდების ეროვნული ცენტრიდან საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ. ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის ან საგნის გამოცდის ვერ/არ ჩაბარების შემთხვევაში, აპლიკანტის შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის შედეგები უქმდება და მას არ მიენიჭება მასწავლების პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსი;
საუნივერსიტეტო გამოცდის ვადები:
- გამოცდა – 20 აგვისტო;
- გამოცდის შედეგების გამოცხადება – 23 აგვისტო;
- გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 23-26 აგვისტო;
- აპელაციის შედეგების გამოცხადება – 27 აგვისტო.
- მისაღები გამოცდის ფორმად განსაზღვრულია არგუმენტირებული ესე. შეფასების კრიტერიუმები იხილეთ ბმულზე.
აპლიკანტებმა რეგისტრაციისთვის საბუთები უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: გურამიშვილის გამზირი N76, ოთახი 103.
პროგრამაზე რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში: +995 322 000 171
“ევროპის უნივერსიტეტის” მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე 2024/25 სასწავლო წლისთვის 120 სრულად დაფინანსებული ვაკანტური ადგილია გამოცხადებული.
მიმართულებები:
- დაწყებითი საფეხურის (I-VI) ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
- დაწყებითი საფეხურის (I-VI) მათემატიკის მასწავლებელი;
- დაწყებითი საფეხურის (I-VI) ბუნებისმეტყველების მასწავლებელი;
- საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) მათემატიკის მასწავლებელი;
- საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) ისტორიის მასწავლებელი;
- საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
- საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) გეოგრაფიის მასწავლებელი;
- საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
- საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) ბიოლოგიის მასწავლებელი;
- დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის (I-XII) ინგლისური ენის მასწავლებელი;
- დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის (I-XII) რუსული ენის მასწავლებელი.