სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

24 აპრილს “ევროპის უნივერსიტეტში” ვეტერინარიის მსოფლიო დღე აღინიშნა

ვეტერინარიის

ვეტერინარიის დღე მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად, აპრილის ბოლო შაბათს აღინიშნება. ვეტერინარიის მსოფლიო ასოციაციამ წლევანდელ თემად “ვეტერინარები: სურსათისა და ჯანმრთელობის მცველები” დასახელდა.

„ევროპის უნივერსიტეტი“ შეუერთდა აღნიშნულ ინიციატივას და 20-24 აპრილს ვეტერინარიის კვირეული გამართა.

კვირეულის ფარგლებში „ევროპის უნივერსიტეტმა“ აბიტურიენტებისთვის ვორკშოპების სერია ჩაატარა. 24 აპრილს კვირეული შემაჯამებელი ღონისძიებით დასრულდა.

ღონისძება „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა ნინო ტალიაშვილმა გახსნა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, მიხეილ დოლაბერიძემ, შეკრებილ საზოგადოებას პროფესიული დღე მიულოცა და ისაუბრა დარგში ახალგაზრდა კადრების მნიშვნელობაზე.

დღის მეორე ნახევარში სურსათის ეროვნული სააგენტოსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლების მონაწილეობით დარგის აქტუალურ საკითხებზე პანელური დისკუსია გაიმართა.

პანელურ დისკუსიას „ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, მარიკა ბოკუჩავა უძღვებოდა.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს:

  • სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პაატა ქურდაძემ
  • სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, დავით გოდერძიშვილმა
  • გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა, მიხეილ სოხაძემ
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვეტერინარიის პროგრამის ხელმძღვანელმა ლევან ციცქიშვილმა

ღონისძიებაზე განხილული იყო ერთიანი ჯანმრთელობა, გაეროს მხარდაჭერის პროექტები სოფლის მეურნეობასა და ვეტერინარიაში, ვეტერინარების ლიცენზირებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო მოთხოვნები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

პანელის მონაწილეებმა უპასუხეს დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს.

დღე სტუდენტური კონფერენციით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს „ევროპის უნივერსიტეტის“, „სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ და „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ სტუდენტებმა.

„ევროპის უნივერსიტეტში“ გამართულმა კვირეულმა ერთ სივრცეში გააერთიანა აბიტურიენტები, სტუდენტები, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, მოქმედი ვეტერინარები და დარგით დაინტერესებული სხვა პირები.

ინიციატივა განგრძობითი ხასიათის იქნება და „ევროპის უნივერსიტეტი“ ყოველწლიურად აღნიშნავს აღნიშნულ დღეს.