ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
“ევროპის უნივერსიტეტსა” და “პანონიის უნივერსიტეტს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
“ევროპის უნივერსიტეტსა” და “პანონიის უნივერსიტეტს” (უნგრეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
აღსანიშნავია, რომ “ევროპის უნივერსიტეტი” და “პანონიის უნივერსიტეტი” ერაზმუს მუნდუსის საერთაშორისო პროექტის – “ნელი ტურიზმის მენეჯმენტის” (STM) – ფარგლებში უკვე თანამშრომლობენ. მემორანდუმზე ხელმოწერით კი, მხარეები პროექტს მიღმა პარტნიორული ურთიერთობების გაფართოებაზე გამოთქვამენ მზადყოფნას.
“პანონიის უნივერსიტეტი” არაერთ ინოვაციურ სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ფლობს და რეგიონის წამყვან მულტიდისციპლინარულ უნივერსიტეტს წარმოადგენს.