ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ევროპის უნივერსიტეტსა და ვროცლავის ბიზნესის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ევროპის უნივერსიტეტსა და ვროცლავის ბიზნესის უნივერსიტეტს (პოლონეთი) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას სწავლა-სწავლებისა და სამეცნიერო-კვლევით სფეროებში და ერთობლივი კვლევითი აქტივობების, კონფერენციების, ფორუმების დაგეგმვასა და სამეცნიერო-კვლევითი სტატიების გამოქვეყნებას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ჟურნალებში ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ხელი შეუწყონ აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მობილობას, როგორც ერაზმუსის პროგრამის, ისე ბილატერალური ფორმატის ფარგლებში.