ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის აფილირებულმა პროფესორმა საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის აფილირებულმა პროფესორმა, ნანა ჯინჭარაძემ, ევროპის უნივერსიტეტის დაფინანსებით, საერთაშორისო კონფერენციაში „ნეონატალური, პედიატრიული და საოჯახო მედიცინის 30-ე მსოფლიო კონფერენცია“, მიიღო მონაწილეობა.
კონფერენციაზე, ნანა ჯინჭარაძემ, ევროპის უნივერსიტეტის სახელით, ზეპირი მოხსენება თემაზე: “The role of quality health services for women and child in the Primary health care level, post-soviet period in Georgia“ (ქალთა და ბავშვთა ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების როლი პირველადი ჯანდაცვის დონეზე, პოსტსაბჭოთა პერიოდი საქართველოში), წარადგინა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ონლაინ რეჟიმში გაიმართა.