ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ევროპის უნივერსიტეტის სამართლის პროგრამის სტუდენტები მინეაპოლისის სამართლის სკოლის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობენ
ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ძალისხმევით, ევროპის უნივერსიტეტის სამართლის პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ აშშ-ის, კერძოდ, მინეაპოლისის სამართლის სკოლის – Mitchell Hamline School of Law-ს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში – “პრაქტიკული უნარ-ჩვევები იურისტებისთვის”.
კონფერენცია მოიცავს ხუთ შეხვედრას (4 თებერვალი – 4 მარტი), რომელსაც უძღვებიან დარგის წამყვანი სპეციალისტები, მრავალწლიანი გამოცდილებით.
აღსანიშნავია, რომ 4 თებერვალს, პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ ონლაინ ტრენინგებს ისეთი ძირითადი მიმართულებებით, როგორებიცაა იურისტისა და მოსამართლის როლი სასამართლო პროცესში, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელთა როლი და სხვ.