ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ლექციების სერია გაიმართა
ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჰელვანის უნივერსიტეტის (კაირო, ეგვიპტე) პროფესორების ხელმძღვანელობით
ლექციების სერია გაიმართა.
ლექციების კვირეული მოიცავდა 5 შეხვედრას ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: გენეტიკა, მედიცინის მომავალი, მომაკვდინებელი დაავადებები, ტექნოლოგიები მედიცინაში და ინფექციური დაავადებები.
აღსანიშნავია, რომ ლექციების ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები მედიცინის დარგის წამყვანი სპეციალისტებისგან.