საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

13 მაისს “ევროპის უნივერსიტეტში” საჯარო ლექცია “Advertising Theory and Global Advertising Trends” გაიმართება

13 მაისს
13 მაისს, 12:00 საათზე, ალბერტას კოლეჯის (ლატვია) მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი მარია ლობანოვა “ერაზმუს+” საერთაშორისო სასწავლო პროგრამის ფარგლებში “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას ჩაატარებს.

მარია ლობანოვა ისაუბრებს თემაზე – “Advertising Theory and Global Advertising Trends”.

ლექციის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან რეკლამირების ძირითად კონცეფციებს, მათ შორის, რეკლამირების ტიპებს, მომხმარებლის ფსიქოლოგიას და ეფექტური საკომუნიკაციო სტრატეგიების შემუშავების ტექნიკებს.

მომხსენებელი მიმოიხილავს როგორ მოქმედებს რეკლამა გადაწყვეტილების მიღებაზე და აუდიტორიას გააცნობს გავლენიანი მარკეტინგული შეტყობინებების შექმნის თანამედროვე მიდგომებს კონკურენტულ გარემოში.

ლექციაზე დასწრება შეუძლიათ სტუდენტებს, აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს და სხვა დაინტერესებულ პირებს.

ადგილმდებარეობა: “ევროპის უნივერსიტეტის” G კორპუსი (სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტი), დ. გურამიშვილის გამზირი 76, აუდიტორია 308.