სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის სიახლეები

1-5 ივნისს სტუდენტებისთვის „სამეცნიერო კვირეული სტუდენტებისთვის 2026“ გაიმართება

სტუდენტებისთვის
1-5 ივნისს „ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში“ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრისა და ფაკულტეტების ორგანიზებით „სამეცნიერო კვირეული სტუდენტებისთვის 2026“ გაიმართება.

კვირეულის ფარგლებში სტუდენტებისთვის სხვადასხვა თემაზე შეხვედრები და ვორქშოპები ჩატარდება, რომელსაც „ევროპის უნივერსიტეტისა“ და „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ აკადემიური და მოწვეული პერსონალი გაუძღვება.

კვირეულის მიზანია სტუდენტებში კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარება, კვლევის კეთილსინდისიერებისა და ეთიკის პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში ვორქშოპებში მონაწილე ყველა სტუდენტს გადაეცემა ელექტრონული სერტიფიკატი.

დაგეგმილი შეხვედრების განრიგი იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: science.center@eu.edu.ge