“ევროპის უნივერსიტეტში” ტრენინგი – “მედიაწიგნიერება და კრიტიკული აზროვნება საინფორმაციო ქაოსში“ გაიმართა
On June 24, 2025
Comments Off on “ევროპის უნივერსიტეტში” ტრენინგი – “მედიაწიგნიერება და კრიტიკული აზროვნება საინფორმაციო ქაოსში“ გაიმართა

“ევროპის უნივერსიტეტში” კომუნიკაციების კომისიასთან თანამშრომლობით ჩატარდა ტრენინგი თემაზე – “მედიაწიგნიერება და კრიტიკული აზროვნება საინფორმაციო ქაოსში“.
ტრენინგს კომუნიკაციების კომისიის უფროსი სპეციალისტი მარიამ გუგულაშვილი უძღვებოდა.
ვორქშოპი ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, სადაც მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ ჯგუფურ მუშაობაში და ინფორმაციის სანდოობის გადამოწმებასთან დაკავშირებით სხვადასხვა სავარჯიშოები შეასრულეს.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს მედიის გავლენა და კრიტიკული ანალიზის მნიშვნელობა თანამედროვე საინფორმაციო გარემოში.
სესიის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.