8 აპრილს, 13:00 საათზე, ერაზმუს+ მობილობის პროგრამის ფარგლებში, უნივერსიტეტს რუმინეთის „სიბიუს ლუჩიან ბლაგას უნივერსიტეტის“ პროფესორი, დოქტორი დანა ალექსანდრუ ეწვევა.
დანა ალექსანდრუ საჯარო ლექციას თემაზე: „ევროკავშირის მმართველობა და ინსტიტუტები“ წაიკითხავს.
დოქტორი ალექსანდრუ აუდიტორიას ევროკავშირის ინსტიტუციურ სტრუქტურას, გადაწყვეტილების მიღების პროცესებსა და იმ ღირებულებებს გააცნობს, რომელთა გარშემოც ევროპული საზოგადოება ერთიანდება.
ლექცია ინგლისურ ენაზე გაიმართება და დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება.
შეხვედრის ადგილი: „ევროპის უნივერსიტეტის“ A კორპუსი, აუდიტორია 505, გურამიშვილის გამზირი 76.