სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები, სხვა სიახლეები

XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის კონკურსში „დამსაქმებლის გამოწვევა” მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება გრძელდება

XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის კონკურსში „დამსაქმებლის გამოწვევა” მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება გრძელდება.

გამოწვევის ფარგლებში მოსწავლეები გუნდურად იმუშავებთ პროექტებზე, რომლებსაც სამართლისა და ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე კერძო, საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციები მოგაწვდიან.

ჩაატარებთ მარკეტინგულ კვლევას, კონკურენტების ანალიზს, დაგეგმავთ ღონისძიებას და განავითარებთ პროდუქტს რეალური ორგანიზაციული პრობლემების გადასალახად.

გამოწვევაზე მუშაობის პროცესში ჩაგიტარდებათ შემდეგი ვორკშოპები, რომლებიც დაგეხმარებათ დავალების უკეთ შესრულებაში:

გუნდური მუშაობა

პრაქტიკულ ვორკშოპზე ჩამოაყალიბებთ გუნდს და ერთობლივად იმუშავებთ რეალური ორგანიზაციული პრობლემის გადასაჭრელად:

  • შექმნით სტრატეგიას გუნდის მიზნების მისაღწევად;
  • აღმოაჩენთ საკუთარ ძლიერ მხარეებს და ისწავლით, როგორ გამოიყენოთ ისინი გუნდის გასაძლიერებლად;
  • განივითარებთ ლიდერობისა და საერთო საქმის სწორად გადანაწილების უნარებს.

ტრენერი: თემო ვაშაკიძე, განათლების მეცნიერებების მაგისტრი.

თემო არის არაფორმალური განათლებისა და მშობლების საკონსულტაციო პლატფორმა ,,ამბავის” დამფუძნებელი.

ამჟამად ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებს. არის განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი.

სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა აინშტაინის სკოლის განათლების პროგრამებს. იყო მოწვეული ტრენერი კანტის აკადემიაში ემოციური ინტელექტისა და  პიროვნული განვითარების მოდულის ფარგლებში.

ეფექტიანი კომუნიკაცია

პრაქტიკულ ვორკშოპზე გამოიყენებთ კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმას რეალური პრობლემების გადაჭრის პროცესში და ისწავლით:

  • როგორ გამოხატოთ აზრი მკაფიოდ, თავდაჯერებულად და პროფესიონალურად;
  • როგორ გამოიყენოთ აქტიური მოსმენისა და რეაგირების ტექნიკები;
  • როგორ აისახება სხეულის ენა და არავერბალური კომუნიკაცია თქვენს ურთიერთობებზე.

ტრენერი: ნანა ღვალაძე, მაგისტრი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში (სასექსის უნივერსიტეტი, გაერთიანებული სამეფო), სამართალმცოდნეობის მაგისტრი, იურისტის კვალიფიკაციით (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).

ნანა არის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გლობალური სტიპენდიის Chevening-ისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პროფესიული საკანონმდებლო პროგრამის სტიპენდიანტი.

ნანას აქვს საჯარო სექტორში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების მიმართულებით.

იგი მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამებზე. ნანა ასევე არის ISO სერტიფიცირებული ტრენერი მენეჯმენტისა და ლიდერობის მიმართულებით.

ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი

გინდათ იცოდეთ, როგორ მოძებნოთ საჭირო და სანდო ინფორმაცია რეალური ორგანიზაციული პრობლემის გადასაჭრელად? ამ ვორკშოპზე თქვენ გაეცნობით:

  • მიზნობრივი კვლევის ჩატარების მეთოდებს;
  • მტკიცებულებების შეგროვებისა და ორგანიზების გზებს;
  • თქვენი მიგნებების საფუძველზე პროფესიონალური ანგარიშის მომზადების ტექნიკებს;

ტრენერი: მარიამ შურღაია, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) მაგისტრი განათლების ლიდერობის მიმართულებით და ერაზმუს მუნდუსის ერთობლივი პროგრამის (MARIHE) მაგისტრი უმაღლესი განათლების კვლევებისა და ინოვაციების მიმართულებით.

მარიამი არის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გლობალური სტიპენდიის Chevening-ისა და ერაზმუს მუნდუსის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის სტიპენდიანტი.

მარიამი მუშაობდა დირექტორის პოზიციაზე ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში, ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე, ასევე, UCL-ის განათლების ინსტიტუტის კვლევებზე.

ეფექტური პრეზენტაცია

გსურთ დაეუფლოთ პრეზენტაციის ისეთ უნარებს, რომლებიც დასამახსოვრებელს გახდის თქვენს გამოსვლას აუდიტორიისთვის?

ვორკშოპზე თქვენ აღმოაჩენთ:

  • როგორ ჩამოაყალიბოთ მთავარი სათქმელი სწორად სტრუქტურირებული პრეზენტაციის საშუალებით;
  • როგორ გამოიყენოთ ვიზუალური საშუალებები, რათა პრეზენტაცია იყოს მარტივად აღსაქმელი და შთამბეჭდავი;
  • როგორ გამოიყენოთ კომუნიკაციის ტექნიკები აუდიტორიის მაქსიმალურად ჩასართავად;

ტრენერი: მარიამ სალუქვაძე, ლონდონის ქვინ მერის უნივერსიტეტის მაგისტრი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მიმართულებით და, ასევე,  თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრი.

მარიამი არის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გლობალური სტიპენდიის Chevening-ისა სტიპენდიანტი.

მარიამი მუშაობდა გამოძიების ხარისხის ზედამხედველის პოზიციაზე კიბერდანაშაულების გამოძიებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით. ის არის საერთო სპეციალიზაციის კვალიფიციური იურისტი და “პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარგის ექსპერტების საერთაშორისო ასოციაციის” (IAPP) წევრი.

ასევე, მარიამს მიღებული აქვს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სერტიფიცირებული ტრენერის სტატუსი. იგი, როგორც დარგის ექსპერტი, არა ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე წარსდგა პრეზენტაციებით.


კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია: იხილეთ ბმულზე.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად: დარეგისტრირდით ბმულზე.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 6 მაისი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *