სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის გამართული ესეების კონკურსის შედეგები ცნობილია

23 თებერვალს “ევროპის უნივერსიტეტმა”  XI-XII კლასელი მოსწავლეებისთვის ესეების კონკურსი თემაზე “განათლებისა და წიგნიერების როლი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მომავლის ჩამოყალიბების პროცესში“ ჩაატარა.

სპეციალურად შექმნილმა კომისიამ მოსწავლეების მიერ შესრულებული ესეები შეაფასა. კონკურსის მონაწილეებს შედეგების ნახვა საგამოცდო ფურცელზე დატანილი უნიკალური კოდის საშუალებით შეუძლიათ ბმულზე: კონკურსის შედეგები

კონკურსი ერთდროულად ორ ლოკაციაზე: თბილისში, “ევროპის უნივერსიტეტში” და ქუთაისში, “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში“ მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 200-ზე მეტმა უფროსკლასელმა მიიღო. მოსწავლეებმა ესე შეასრულეს თემაზე: “ჩვენი გზა ევროპაშია, ხსნა კი განათლებასა და წიგნიერებაში” – ნიკო ნიკოლაძე.

კონკურსის დებულების თანახმად, „ევროპის უნივერსიტეტი“ I, II და III ადგილზე გამსვლელი კონკურსანტების გამოსავლენად თანაბარქულიან მოსწავლეებთან ჩაატარებს გასაუბრებას. გასაუბრებასთან დაკავშირებით მონაწილეები დამატებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში პირადად მიიღებენ.

კონკურსის მონაწილეებს მიღებული შეფასების გასაჩივრება/ნაწერის გამოთხოვა ორი სამუშაო დღის განმავლობაში შეუძლიათ. ამისათვის მოსწავლემ უნდა გამოგზავნოს თავისუფალი განაცხადი მეილზე არაუგვიანეს 6 მარტის 18:00 საათისა: marketing.team@eu.edu.ge

საუკეთესო სამი ნამუშევრის ავტორს “ევროპის უნივერსიტეტი” გრანდიოზული პრიზებით დააჯილდოებს. ყველა მონაწილეს კი შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცემა.