„ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტები და პროფესორები წმინდა გიორგი მთაწმინდელის დედათა მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდნენ
2025 წლის 14 დეკემბერს “ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტების სტუდენტები და პროფესორები წმინდა გიორგი მთაწმინდელის დედათა მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდნენ.
სხვადასხვა პროფილის ექიმებმა ბენეფიციარებს გამოკვლევები ჩაუტარეს. საჭიროებისამებრ, მათ შესაბამისი მედიკამენტები გადაეცათ.
ბენეფიციარების გამოკვლევებს მედიცინის და სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელებთან ერთად მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ნათია ჯოჯუა დაესწრო.
ცენტრში იმყოფებოდნენ ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც სხვადასხვა პროფილის ექიმებს დაეხმარნენ.
“ევროპის უნივერსიტეტი” სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მსგავს ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს.