საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტში” “ვისტულას უნივერსიტეტის” პროფესორმა ჰეკტორ კალეროსმა ლექცია გამართა

11 ივნისს “ევროპის უნივერსიტეტს” “ვისტულას უნივერსიტეტის” (პოლონეთი) ლექტორი, პროფესორი ჰექტორ კალეროსი ეწვია.

პროფესორმა კალეროსმა საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტებისთვის ლექცია გამართა და საერთაშორისო ურთიერთობები ლათინური ამერიკის პერსპექტივიდან მიმოიხილა.

ლექცია ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ემსჯელათ საერთაშორისო ურთიერთობების თეორიების ლათინურ ამერიკული ინტერპრეტაციის თავისებურებებზე, სხვადასხვა პოლიტიკური იდეოლოგიის გავლენასა და რეგიონული სპეციფიკის მნიშვნელობაზე.