სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

ვეტერინარიის პროგრამის II და III კურსის სტუდენტებისთვის კლინიკა „ვეტჰაუსში“ სტაჟირება გამოცხადდა

„ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მე-2 და მე-3 კურსის სტუდენტებისთვის ვეტერინარულ კლინიკაში „ვეტჰაუსი“ სამდღიანი სტაჟირების გასავლელად კონკურსი გამოცხადდა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ II ან III კურსის სტუდენტებს, რომელთა GPA არის არანაკლებ 2.5

კონკურსში მონაწილეობისთვის სტუდენტმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე უნივერსიტეტის ელ.ფოსტით 31 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით: სარეგისტრაციო ბმული

კონკურსანტებთან, რომლებიც დააკმაყოფილებენ კრიტერიუმებს გასაუბრება ჩატარდება 4 აპრილს.

კონკურსის შედეგად სტაჟირებისთვის შეირჩევა 6 სტუდენტი.