სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები ესპანეთში სტაჟირებას გადიან

“ევროპის უნივერსიტეტის“ ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები ესპანეთში, „სანტიაგო დე კომპოსტელას“ უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით სავეტერინარო მედიცინის კლინიკური, დიაგნოსტიკური და კვლევითი მიმართულებებით სტაჟირებას გადიან.

შერჩეული 10 სტუდენტი 22-28 ივნისს ესპანეთში პრაქტიკულ სწავლებას გაივლის და სხვადასხვა კლინიკურ და კვლევით აქტივობებში ჩაერთვება, მათ შორის: კლინიკური უნარების როტაციები, ჰოსპიტალური სწავლება, ლაბორატორიული დიაგნოსტიკა და კვლევის მეთოდების შესწავლა.

პროექტი სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება, გახდნენ მეტად კონკურენტუნარიანები შრომით ბაზარზე და წაახალისონ უნივერსიტეტების თანამშრომლობა საერთაშორისო დონეზე.

“ევროპის უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური მსგავსი შესაძლებლობების შეთავაზებით, უზრუნველყოფს სტუდენტების როგორც აკადემიურ, ასევე პიროვნულ ზრდა-განვითარებას.