მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

“USMLE step 1”-სთვის მოსამზადებელ კურსზე სტუდენტების რეგისტრაცია დაიწყო

“ევროპის უნივერსიტეტი” ამერიკის სამედიცინო სალიცენზიო გამოცდის “USMLE step 1”-სთვის მოსამზადებელ კურსზე სტუდენტების მიღებას აცხადებს.

USMLE-ის კურსები დაიწყება 2025 წლის 15 მაისიდან.

პროგრამა მოიცავს USMLE step 1-ში შემავალ ყველა საგანს. ერთ ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა იქნება 5-6 და
თითოეული შეხვედრა გაგრძელდება 2 საათი. შეხვედრები ჩატარდება კვირაში ორჯერ.

კონკრეტულ მოდულზე დასარეგისტრირებლად სტუდენტებმა უნდა გადაიხადონ მოდულის საფასური 2025 წლის 8 მაისამდე.

გთხოვთ, იხილოთ USMLE -ის მოდულების სრული სია:

ზოგადი საგნები:

  1. ზოგადი პათოლოგია: 14 შეხვედრა
  2. იმუნოლოგია:16 შეხვედრა
  3. მიკრობიოლოგია: 26 შეხვედრა
  4. ბიოქიმია: 26 შეხვედრა
  5. ზოგადი ფარმაკოლოგია:18 შეხვედრა
  6. საზოგადოებრივი ჯანდაცვა: 18 შეხვედრა

სისტემები:

  1. ენდოკრინული სისტემა: 14 შეხვედრა
  2. რეპროდუქციული სისტემა: 18 შეხვედრა
  3. საჭმლის მომნელებელი სისტემა: 18 შეხვედრა
  4. გულ-სისხლძარღვთა სისტემა: 20 შეხვედრა
  5. შარდ-გამომყოფი სისტემა: 18 შეხვედრა
  6. სასუნთქი სისტემა: 18 შეხვედრა
  7. ნევროლოგია: 22 შეხვედრა
  8. ფსიქიატრია: 18 შეხვედრა
  9. ძვალ-კუნთოვანი სისტემა: 18 შეხვედრა
  10. ჰემატოლოგია და ონკოლოგია: 18 შეხვედრა

თუ გსურთ USMLE მოდულის გავლა, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა მითითებულ ბმულზე: სარეგისტრაციო ფორმა

კურსების საფასურზე ინფორმაციას მიიღებთ რეგისტრაციისას მითითებულ მეილზე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *