სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

უფროსკლასელებისთვის კონკურსი “დამსაქმებლის გამოწვევა” დაიწყო

სამართლის სფეროთი დაინტერესებული XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის “ევროპის უნივერსიტეტისა” და “ოქროს კომპასის” ერთობლივი კონკურსი “დამსაქმებლის გამოწვევა” დაიწყო.

გახსნითი ნაწილი უნივერსიტეტისა და პროექტის მიზნების გაცნობას დაეთმო. მოსწავლეებს სიტყვით “ევროპის უნივერსიტეტის” ვიცე-რექტორმა ნიკოლოზ ფარჯანაძემ და პროექტის მენეჯერებმა მარიამ შურღაიამ და ნანა ღვალაძემ მიმართეს.

პროექტის პირველ დღეს მონაწილეებს გუნდურ მუშაობაზე ტრენინგი განათლების მეცნიერებების მაგისტრმა თემო ვაშაკიძემ ჩაუტარა.

მიზნობრივი კვლევის ჩასატარებლად საჭირო უნარების განსავითარებლად ტრენინგს “ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი” ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) მაგისტრი განათლების ლიდერობის მიმართულებით და ერაზმუს მუნდუსის ერთობლივი პროგრამის (MARIHE) მაგისტრი უმაღლესი განათლების კვლევებისა და ინოვაციების მიმართულებით, მარიამ შურღაია უძღვებოდა.

“ევროპის უნივერსიტეტის” პროფესორმა და სამართლის საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელმა ლევან მესხორაძემ უფროსკლასელებთან ისაუბრა თემაზე “ადამიანის უფლებები და მათი დაცვა”.

პროექტი ადაპტირებულია ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL)-ის “დამსაქმებლის გამოწვევის პროგრამის” ნებართვით (# UCL #IOE Employers’ Challenge). კონკურსი „ევროპის უნივერსიტეტის“, „ოქროს კომპასის“ და დიდი ბრიტანეთის მთავრობის – Chevening-ის სტიპენდიის მფლობელების თანამშრომლობით 10-24 მაისის პერიოდში ჩატარდება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *