უცხოელმა სტუდენტებმა მონუმენტი “საქართველოს მატიანე” მოინახულეს
2025 წლის 1 დეკემბერს, „ევროპის უნივერსიტეტის“ საერთაშორისო სტუდენტებმა თბილისის ზღვაზე მდებარე მონუმენტი „საქართველოს მემატიანე“ მოინახულეს.
გასვლითი ლექციის ფარგლებში სტუდენტებმა მოისმინეს ფილოლოგიის დოქტორის ნათია ფუტკარაძის ლექცია ქართული ანბანისა და მისი რიცხვითი მნიშვნელობების შესახებ.
ქართული ენისა და კულტურის მოამაგე მოღვაწეთა ძეგლების მონახულების გარდა, სტუდენტებმა ივარჯიშეს წლებისა და მხედრულით შესრულებული ქართულენოვანი წარწერების ამოკითხვაში.
გასვლითი ღონისძიების მიზანი იყო უცხოელ სტუდენტთა თეორიული ცოდნის გაძლიერება და სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ლექსიკურ-გრამატიკული ინფორმაციის უკეთ გააზრება.
გასვლითი ლექცია საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის ინფორმაციული და საინტერესო აღმოჩნდა. „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებმა, მსგავსი ტიპის ღონისძებებში ჩართვის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვეს.