სტომატოლოგიის ფაკულტეტის სიახლეები

სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის თურქეთში კლინიკური პრაქტიკის გავლის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

სტომატოლოგიის
“ევროპის უნივერსიტეტის” სტომატოლოგიის ფაკულტეტი სტომატოლოგიის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებისათვის თურქეთის “აიდინის უნივერსიტეტში” კლინიკური სტაჟირების გავლის მიზნით კონკურსს აცხადებს.

შერჩეული სტუდენტები ერთი კვირის განმავლობაში კლინიკურ პრაქტიკას გაივლიან პირის ღრუსა და ყბა-სახის რადიოლოგიის,  პირის ღრუსა და ყბა-სახის ქირურგიის, ენდოდონტიის, პაროდონტოლოგიის და აღდგენითი სტომატოლოგიის დეპარტამენტებში.

პროგრამა არ არის განსაზღვრული სასწავლო კრედიტების დასაგროვებლად და სტუდენტისთვის ცოდნისა და უნარ-ჩვევების დახვეწაში ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

პრაქტიკის განხორციელების პერიოდი: 2026 წლის 26-31 იანვარი.

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელი მოთხოვნებია:

  1. სტუდენტის 2024-25 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური მოსწრება/GPA უნდა იყოს 2.5 ან მეტი.
  2. სწავლის საფეხური – სტომატოლოგიის ქართულენოვანი პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები მე-3 სემესტრიდან.

სტუდენტების შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  1. სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
  2. გასაუბრება ინგლისურ ენაზე

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა სამოტივაციო წერილი უნდა გამოაგზავნონ ელფოსტაზე studentscompetition@eu.edu.ge 15 დეკემბრის ჩათვლით.

გასაუბრება კონკურსანტებთან ჩატარდება 25 დეკემბერს.

შერჩეული სტუდენტების ავიაბილეთის, სასტუმროში განთავსების და პროგრამის საფასურს დაფარავს “ევროპის უნივერსიტეტი”.