ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი საერთაშორისო ფორუმს “FoResorts – 2025” დაესწრო

FoResorts - 2025
27 ნოემბერს კურორტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით კურორტების განვითარების საკითხებისადმი მიძღვნილი მესამე საერთაშორისო ფორუმი “FoResorts – 2025” გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კურორტოლოგიის დარგის მსოფლიოში წამყვანი ექსპერტები, მეცნიერები, საკურორტო ინდუსტრიის მაღალი რგოლის მენეჯერები, საერთაშორისო ორგანიზაციები, კერძო და სახელმწიფო სექტორი.

ფორუმს “ევროპის უნივერსიტეტის“ ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი მაია აზმაიფარაშვილი ესწრებოდა.

ფორუმის მთავარი თემები მდგრადი კურორტების დაგეგმვას, ველნესის და ჯანმრთელობის ინტეგრირებას, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვასა და კურორტების კონკურენტუნარიანობის ზრდის სტრატეგიებს მოიცავდა.

ფორუმში 300-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა.

“ევროპის უნივერსიტეტის” პერსონალის მსგავს აქტივობებში ჩართვა ხელს უწყობს სფეროს წარმომადგენლებთან მჭიდრო კავშირის დამყარებას, ინდუსტრიის სიახლეების გაცნობას და ურთიერთთანამშრომლობის გამყარებას პარტნიორ ორგანიზაციებთან.